ურთიერთთანამშრომლობა

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და მათში მონაწილეობა

                                             შეხვედრის მიზანი: „გაკვეთილის დაგეგმვა“
პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება,ურთიერთთანამშრომლობით შედეგების მიღწევა და კოლეგებთან გამოცდილების გაზიარება,მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა.
შეხვედრის ორგანიზატორი: ნანა ისაკაძე
 მონაწილე მასწავლებელთა რაოდენობა  (სულ) -  3.
1. აბჟანდაძე ხათუნა
2.არაბიძე მაია.
 
                        ორგანიზატორი მასწავლებლის დოკუმენტაცია:

                                       1.    სამი სამუშაო შეხვედრის გეგმა


შეხვედრის თარიღი
                  შეხვედრის მიზანი
შეხვედრის ძირითადი საკითხები
1

მიზნის განსაზღვრის დროს მოსწავლეთა ცოდნის,უნარ-ჩვევების,საჭიროებების და ინტერესების გათვალისწინება.გაკვეთილის მიზნები უნდა ემსახურებოდეს მოსწავლეებში როგორც ქვედა,ისე ზედა დონის სააზროვნო უნარების განვითარებას.
როგორ უნდა განვსაზღვროთ გაკვეთილის მიზანი?
2

მოსწავლის აქტივობები,რომლებიც გაკვეთილის გეგმაშია გათვალისწინებული ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს და ემსახურებოდეს გაკვეთილის მიზანს და აკმაყოფილებდეს ე.ს.გ.-ს სტანდარტს.
როგორი უნდა იყოს გაკვეთილის მიმდინარეობა,რა აკტივობებს გამოვიყენებთ და როგორ უნდა გავანაწილოთ დრო?
3

რესურსების ეფექტიანად გამოყენება. რა ტიპის რესურვებს გამოიყენებს მასწავლებელი: სახელმძღვანელო,ჟურნალები,სტატიები,სამუშაო ფურცლები,მარკერები,ტელეფილმები,კომპიუტერი,ვიდეო-აუდიო მასალა.
რესურსის გამოყენება საგაკვეთილო პროცესის ეფექტიანად წარსამართავად და შეფასების რუბრიკების გამოყენება.



                  2.  ერთი მიზნით ორგანიზებული შეხვედრების რეფლექსია

  კოლეგებთან გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით შევიკრიბეთ პედაგოგები და განვიხილეთ,თუ როგორ უნდა დაგვეგეგმა გაკვეთილები და როგორი უნდა ყოფილიყო კარგი გაკვეთილის გეგმა.შეხვედრებზე განვიხილეთ,რომ კარგი გაკვეთილის მიზანი უნდა აკონკრეტებდეს თუ რა ცოდნას და უნარ-ჩვევებს მიიღებს მოსწავლე. რისი ცოდნა და უნარებია აუცილებელი მოსწავლისათის,რომ გაკვეთილი წარმატებული იყოს,რა ინფორმაციას უნდა ფლობდნენ ისინი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და რას შეისწავლიან ახალს. ამასთან ერთად,ვიმსჯელეთ თუ როგორ უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ინტერესები.
   აღნიშნულ შეხვედრებზე ვისაუბრეთ,რომ სწავლება მიზნის მისაღწევად უნდა იყოს ეფექტური,ხოლო ეფექტურობა კი,გულისხმობს უფრო მეტის მიღწევას.შეხვედრებზე აღვნიშნეთ,რომ აქტივობები რომლებიც გაკვეთილის გეგმაშია გათვალისწინებული ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს და ემსახურებოდეს გაკვეთილის მიზანს. ვიმსჯელეთ იმაზეც,თუ როგორ დავიწყებთ გაკვეთილს,რომ მოსწავლეებს შეექმნათ სათანადო განწყობა.როგორი კითხვები უნდა დავსვათ პირველ ფაზაში,რომ გაკვეთილი უფრო ეფექტური იყოს.
   კოლეგებმა ვისაუბრეთ იმის შესახებაც,არის თუ არა შესაძლებელი სასწავლო მიზნის მიღწევა 45 წუთში,შეესაბამება თუ არა გაკვეთილის მიზნები მოსწავლეთა შესაძლებლობებს და ინტერესებს.შერჩეული აქტივობები კი ემსახურება თუ არა მიზნის მიღწევას,გვაქვს თუ არა ყველა აქტივობის ჩასატარებლად საჭირო საგანმანათლებლო რესურსი.
  სამივე შეხვედრის შემდეგ,მასწავლებლებმა დაგეგმეს გაკვეთილები,დაისახეს მიზნები და მისთვის შესაბამისი აქტივობები.გაკვეთილი შევუსაბამეთ ე.ს.გ.-ის სტანდარტებს,შევურჩიეთ რესურსები თითოეულ გაკვეთილზე გამოყენებულ აქტივობას.აღნიშნული შეხვედრები ,ნამდვილად, დაეხმარება მასწავლებლებს გაკვეთილი სრულყოფილად დაგეგმვაში.ერთიერთთანამშრომლობის გზით გავიღრმავეთ ცოდნა,რასაც პრაქტიკაში გამოვიყენებთ.მიღებული გამოცდილება დაგვეხმარება ავამაღლოთ მოსწავლეთა მოტივაცია და ხელი შევუწყოთ მათი ცოდნის გაღრმავებას,რათა საინტერესო და სახალისო გავხადოთ საგაკვეთილო პროცესი.
  შეხვედრებზე მივაღწიეთ დასახულ მიზნებს,განვიხილეთ ყველა საკითხი,რაც გაკვეთილის დაგეგმვას შეეხებოდა.ჩატარებული შეხვედრის ძლიერი მხარე იყო თანამშრომლობით მიღწეული შეთახმება და კარგი გეგმის შემუშავება,რასაც ყოველდღიურად გამოვიყენებთ პრაქტიკაში.


               3. მონაწილე მასწავლებელთა უკუკავშირი :
  მონაწილე მასწავლებელებს შეხვედრების შემდეგ ჩავუტარე მინი გამოკითხვა,რათა გამეგო რამდენად ეფექტიანი და შინაარსიანი იყო ჩვენი შეხვედრები :
1.რა თემებს ეხებოდა შეხვედრები?
2.რამდენად აქტუალური იყო შეხვედრებისთვის შერჩეული თემები?
3.რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი?
4.შეხვედრებში მონაწილეობამ რა შემატა თქვენს გამოცდილებას?
5.როგორ გამოიყენებთ შეძენილ ცოდნას და ახალ უნარებს პედაგოგიურ პრაქტიკაში?

მინი გამოკითხვის შედეგები - მონაწილე მასწავლებელი ხათუნა აბჟანდაძე
1.-რა თემებს ეხებოდა შეხვედრები? 
  -შეხვედრები ეხებოდა გაკვეთილის მიზნის განსაზღვრას,აქტივობებისა და დროის გამოყენებას,ასევე რესურსებისა და რუბრიკების გამოყენებას.
2.-რამდენად აქტუალური იყო შეხვედრებისთვის შერჩეული თემები?
  -შერჩეული თემები იყო საინტერესო,რადგან გავაცნობიერეთ, რომ გაკვეთილის მიზანი უნდა იყოს მორგებული მოსწავლის ცოდნას და უნარ-ჩვევებს.
3.-რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი?
  -გაკვეთილის გეგმაში გამოყენებული აქტივობები უნდა იყოს მორგებული მოსწავლეთა ცოდნასა და შესაძლებლობებზე.ის უნდა შეირჩეს მოსწავლეთა ინტერესების შესაბამისად,რათა გაკვეთილი იყოს საინტერესო და ეფექტიანი.
4.-შეხვედრებში მონაწილეობამ რა შემატა თქვენს გამოცდილებას?
  -სამი სამუშაო შეხვედრა იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი,რადგან გავაცნობიერეთ,თუ რა მნიშვნელობა აქვს კარგი გაკვეთილის გეგმა სასწავლო პროცესის უკეთ წარსამართავად.
5.-როგორ გამოიყენებთ შეძენილ ცოდნას და ახალ უნარებს პედაგოგიურ პრაქტიკაში?
  -მიღებულ ცოდნას,რომელიც მომცა კოლეგებთან შეხვედრებმა,აქტიურად გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში.ამ შეხვედრებმა დამანახა, თუ როგორ უნდა იყოს მორგებული აქტივობები სასწავლო პროცესს.
მინი გამოკითხვის შედეგები -მონაწილე მასწავლებელი მაია არაბიძე
1.-რა თემებს ეხებოდა შეხვედრები?
  -ჩვენი შეხვედრები ეხებოდა შემდეგ საკითხებს:
ა) როგორ უნდა განვსაზღვროთ გაკვეთილის მიზანი;
ბ) როგორი უნდა იყოს გაკვეთილის მიმდინარეობა,რა აქტივობებს გამოვიყენებთ და როგორ უნდა გავანაწილოთ დრო;
გ) რესურვების გამოყენება საგაკვეთილო პროცესის ეფექტიანად წარსამართავად და შეფასების რუბრიკების გამოყენება;
2.- რამდენად აქტუალური იყო შეხვედრებისთვის შერჩეული თემები?
   -შეხვედრებისათვის შერჩეული თემები იყო აქტუალური,რადგან გავაცნობიერეთ,რომ გაკვეთილის მიზანი უნდა აკონკრეტებდეს თუ რა ცოდნას და უნარ-ჩვევას მიიღებს მოსწავლე.
3. -რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი?
   -გაკვეთილის გეგმაში გამოყენებული აქტივობები უნდა იყოს მორგებული მოსწავლეთა ცოდნასა და შესაძლებლობებზე.ის უნდა შეირჩეს მოსწავლეთა ინტერესების შესაბამისად,რათა გაკვეთილი იყოს საინტერესო და ეფექტიანი.
4.-შეხვედრებში მონაწილეობამ რა შემატა თქვენს გამოცდილებას?
   -ჩვენი შეხვედრები იყო საკმაოდ ეფექტური და მრავლის მომცველი.შეხვედრა დამეხმარა იმის გაცნობიერებაში,თუ როგორ უნდა გამოვიყენო დრო უფრო ეფექტურად საგაკვეთილო პროცესში.
5.-როგორ გამოიყენებთ შეძენილ ცოდნას და ახალ უნარებს პედაგოგიურ პრაქტიკაში?
   -შეძენილ ცოდნას პედაგოგირ პრაქტიკაში გამოვიყენებ მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით და მუდმივად ვიმუშავებ გაკვეთილის დაგეგმვისას მოსწავლეების პროგრესის მონიტორინგზე.


                   კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება

      შეხვედრის მიზანი: „სსსმ მოსწავლის ჩართვა საგაკვეთილო პროცესში“
    კოლეგებთან გამოცდილების გაზიარება,პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება,ურთიერთთანამშრომლობით ადაპტირებული გაკვეთილის გეგმების შემუშავება.
შეხვედრის ორგანიზატორის სახელი და გვარი : ნანა ისაკაძე
მონაწილე მასწავლებელთა რაოდენობა: 3
მონაწილე მასწავლებლები : 1.ცქიფურიშვილი ლილი
                                                    2.არაბიძე მაია
                                                    3.ფართლაძე მაია


                                                    სამი სამუშაო შეხვედრის გეგმა
 N
შეხვერდის თარიღი
შეხვედრის მიზანი
შეხვედრის ძირითადი საკითხები
1.
5/II/2018
სსსმ მოსწავლისათვის განათლების ხელშეწყობა,მისი სოციალური ინტეგრაცია,ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენა და განვითარება.
როგორ ჩავრთოთ სსსმ მოსწავლე სასწავლო პროცესში.
2.
12/II/2018
ინკლუზიური სწავლების ძირითადი ამოცანები და სწავლების საბოლოო შედეგები გათვლილი უნდა იყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე კონკრეტული მოსწავლის შესაძლებლობაზე.როგორ მოვახდინოთ სასწავლო მასალისა და გარემოს ადაპტაცია.
სხვადასხვა აქტივობების დროს როგორ უნდა ვიმუშაოთ სსსმ მოსწავლესთან და როგორი სახის დავალებებს მივცემთ მას.
3.
19/II/2018
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება.სსსმ მოსწავლის წახალისება.
როგორ შევაფასოთ სსსმ მოსწავლე,რომ მას წარმატების მოლოდინი შეექმნას.


 ერთი მიზნით ორგანიზებული შეხვედრების ციკლის რეფლექსია
კოლეგებთან გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით შევიკრიბეთ პედაგოგები,რათა განგვეხილა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი,როგორიც იყო სსსმ მოსწავლის ჩართვა საგაკვეთილო პროცესში.
 შეხვედრებზე კოლეგებმა განვიხილეთ მნიშვნელოვანი თემები,თუ როგორ უნდა ჩავრთოთ სსსმ მოსწავლე საგაკვეთილო პროცესში,სხვადასხვა აქტივობების დროს როგორ ვიმუშავებდით მასთან და რა სახის დავალებებს მივცემდით და როგორ შევაფასებდით მას,რათა მეტი მოტივაცია მიგვეცა მისთვის სწავლის მიმართ.
  კოლეგებმა ვისაუბრეთ იმის შესახებაც,რომ ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპია რომ ყველა მოსწავლე,მიუხედავად მათ შორის არსებული განსხვავებებისა და თავისებურებებისა, სკოლაში ერთად უნდა სწავლობდეს.სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ თანამშრომლობა ამ თემასთან დაკავშირებით.
  გარდა ამისა ვიმსჯელეთ,რომ სსსმ მოსწავლის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს,სწორედ მასწავლებელმა უნდა მოახდინოს სასწავლო გარემოს ადაპტაცია.
  ურთიერთთანამშრომლობის დროს აღინიშნა,რომ საგაკვეთილო პროცესში ყოველი აქტივობის დროს სსსმ მოსწავლეს უნდა შევურჩიოთ თავისი დონის კითხვები ან ისეთი ტიპის დავალებები,რომლის შესრულებასაც ის ადვილად შეძლებს.
  კოლეგებთან შეხვედრაზე გამოიკვეთა აზრი,რომ ინკლუზიური სწავლების ძირითადი ამოცანები და სწავლების საბოლოო შედეგები გათვლილი უნდა იყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე კონკრეტული მოსწავლის შესაძლებლობაზე.გარდა ამისა ინკლუზიური სწავლება ნიშნავს,სწავლებისა და შეფასების ინდივიდუალური მეთოდის შემუშვებას.
  სამუშაო შეხვედრებზე ვიმსჯელეთ იმის შესახებაც,რომ ინკლუზიური განათლების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასწავლებლის როლი.გარდა ამისა,მშობელთა თანამშრომლობითი გზით სსსმ მოსწავლემ თავი საზოგადოების სრულუფლებიან წევრად უნდა იგრძნოს.
  სამი სამუშაო შეხვედრის შემდეგ მასწავლებლებმა დაგეგმეს გაკვეთილები შესაბამისი აქტივობებით. სამუშაო შეხვედრები იყო საინტერესო, რაც დაეხმარება პედაგოგებს სსსმ მოსწავლესთან მუშაობაში.                            




                                    მონაწილე მასწავლებელთა უკუკავშირი
მონაწილე მასწავლებლებს შეხვედრების შემდეგ ჩავუტარე მინი გამოკითხვა, რათა გამეგო რამდენად ეფექტიანი და შინაარსიანი იყო ჩვენი შეხვედრები:
1)      რა თემებს ეხებოდა შეხვედრები?
2)      რამდენად აქტუალური იყო შეხვედრებისთვის შერჩეული თემები?
3)      რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი?
4)      შეხვედრებში მონაწილეობამ რა შემატა თქვენს გამოცდილებას?
5)      როგორ გამოიყენებთ შეძენილ ცოდნას და ახალ უნარებს პედაგოგიურ პრაქტიკაში?


                                                   მინი გამოკითხვა

მონაწილე მასწავლებლის: ლილი ცქიფურიშვილის უკუკავშირი
1)   რა თემებს ეხებოდა შეხვედრები?
შეხვედრები  ეხებოდა:
 1.როგორ ჩავრთოთ სსსმ მოსწავლე პროცესში.
 2.სხვადასხვა აქტივობების დროს როგორ უნდა ვიმუშაოთ სსსმ მოსწავლესთან და როგორი სახის დავალებებს მივცემთ.
             3.როგორ შევაფასოთ სსსმ მოსწავლე, რომ წარმატების მოლოდინი შეექმნას
       2) რამდენად აქტუალური იყო შეხვედრებისთვის შერჩეული თემები? რა იყი თქვენთვის          მნიშვნელოვანი და ახალი?
-შერჩეული  თემები ჩემთვის იყო საინტერესო და მომავალში წარმატების საწინდარი. რითაც გავიგე თუ როგორ  უნდა ჩამერთო სსსმ მოსწავლე სასწავლო პროცესის სხვადასხვა აქტივობებში.
        3) რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი?
              -ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო გამეგო, თუ როგორ უნდა  ჩამერთო სსსმ მოსწავლე
                სასწავლო პროცესების სხვადასხვა აქტივობებში.
4)   შეხვედრებში მონაწილეობამ რა შემატა თქვენს გამოცდილებას?
-შეხვედრებში მონაწილეობამ ჩემს გამოცდილებას შემატა არა მარტო კოლეგებთან თანამშრომლობა,არამედ გავაცნობიერე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა აქტივობებში კლასის ყველა მოსწავლის ჩართვას.
         5) როგორ გამოიყენებთ შეძენილ ცოდნას და ახალ უნარებს პედაგოგიურ პრაქტიკაში?
-შეძენილ ცოდნას, რომელიც კოლეგებთან შეხვედრის შედეგად შევიძინე აქტიურად გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში. ამ შეხვედრამ შესაძლებლობა მომცა დამენახა, თუ როგორ არის შესაძლებელი სსსმ მოსწავლის აქტიურად ჩაბმა სასწავლო პროცესში.

                  მონაწილე მასწავლებლის მაია არაბიძის უკუკავშირი
1.რა თემებს ეხებოდა შეხვედრები?
კოლეგების შეხვედრები ეხებოდა შემდეგ თემებს:
·         როგორ ჩავრთოთ სსსმ მოსწავლე სასწავლო პროცესში
·         სხვადასხვა აქტივობების დროს როგორ უნდა ვიმუშაოთ სსსმ მოსწავლესთან და როგორი სახის დავალებებს მივცემთ
·         როგორ შევაფასოთ სსსმ მოსწავლე,რომ წარმატების მოლოდინი შეექმნას

2. რამდენად აქტუალური იყო შეხვედრებისთვის შერჩეული თემები? რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი?
   ორგანიზატორი მასწავლებლის მიერ შერჩეული თემები იყო საინტერესო,რამაც ნათელი გახადა სსსმ მოსწავლის ჩართვა როგორ უნდა გამნეხორციელებინა სასწავლო პროცესშისხვადასხვა აქტივობების გამოყენების დროს.
3.რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი?
   ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახალი იყო,თუ როგორ უნდა განმეხორციელებინა სსსმ მოსწავლის ჩართვა სხვადასხვა სახის აქტივობების დროს გაკვეთილზე.
4.შეხვედრებში მონაწილეობამ რა შემატა თქვენს გამოცდილებას?
   ჩემს გამოცდილებას შეხვედრებმა შემატა ის,რომ მნიშვნელოვანი იყო კოლეგებთან თანამშრომლობა და აზრის გაზიარება.
5.როგორ გამოიყენებთ შეძენილ ცოდნას და უნარებს პედაგოგიურ პრაქტიკაში?
  კოლეგებთან შეხვედრის შედეგად შეძენილ ცოდნას აქტიურად გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.სსსმ მოსწავლეს მივცემ ისეთ დავალებებს,რომელიც იქნება მისთვის მარტივი და საინტერესო.


                              მონაწილე მასწავლებლის მაია ფართლაძის უკუკავშირი

1.რა თემებს ეხებოდა შეხვედრები?
   შეხვედრები ეხებოდა :
    1)როგორ ჩავრთოთ სსსმ მოსწავლე სასწავლო პროცესში.
    2)სხვადასხვა აქტივობების დროს როგორ უნდა ვიმუშაოთ სსსმ მოსწავლესთან , როგორი სახის დავალებებს მივცემთ.
    3)როგორ შევაფასოთ სსსმ მოსწავლე რომ წარმატევის მოლოდინი შექმნას.
2.რამდენად აქტუალური იყო შეხვედრებისთვის შერჩეული თემები?
   სსსმ მოსწავლისთვის უნდა შევარჩიოთ ისეთი დავალებები, რომ მორგებული იყოს მის ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, აქტივობების შერჩევის დროს უნდა გავითვალისწინოთ რომ, სსსმ მოსწავლემ მიიღოს ამ აქტივობებში მინაწილეობა და დავალებების შესრულების დროს მივცეთ დადებითი განმავითარებელი შეფასება რათა მას ჰქონდეს წარმატების მოლოდინი.
3.რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი?
  ახალი და მნიშვნელოვანი იყო ის რომ სსსმ მოსწავლე მთელი გაკვეთილის განმავლობაში მყავდეს ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
4.შეხვედრებში მონაწილეობამ რა შემატა თქვენს გამოცდილლლებას?
  გაკვეთილზე უფრო აქტიურად გამოვიყენებ სსსმ მოსწავლის ჩართულობას და ავუმაღლებ თვითშეფასებას.
5.როგორ გამოვიყენებთ შეძენილ ცოდნას და ახალ უნარებს პედაგოგიურ პრაქტიკაში?
   ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში აქტიურად გამოვიყენებ კოლეგების გამოცდილებას , რაც ხელს შეუწყობს სსსმ მოსწავლის აქტიურად ჩართვას საგაკვეთილო პროცესში.



მასწავლებლის სახელი და გვარი

მასწავლებლის საკონტაქტო ინფორმაცია
1.ისაკაძე ნანა
2.ცქიფურიშვილი ლილი
3.არაბიძე მაია
4.ფართლაძე მაია
ტელ. 577-65-36-00
ტელ. 577-65-36-07
ტელ. 577-65-36-17
ტელ. 577-65-36-01
     

ჩატარების დრო


    დრო
5/II/2018
12/II/2018
19/II/2018
14:45 სთ.
15:00 სთ.
15:30 სთ.


                 

                   მონაწილე მასწავლებლის ლილი ცქიფურიშვილის
                                              გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
გიორგი მერჩულის ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება’’.
გ.მერჩულის ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება’’ როგორც ისტორიული წყარო.
საგანი
ქართული ლიტერატურა
მასწავლებელი
ლილი ცქიფურიშვილი
სწავლების საფეხური/კლასი
საშუალო, X--კლასი
მოსწავლეთა პროფილი
19 მოსწავლე.სსსმ-1 მოსწავლე
აქტუალობა
გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს გაიაზრონ,რომ ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას’’ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული ლიტერატურის ისტორიაში. გაიგებენ,რომ ერის სიყვარულსაც თავისი ისტორია აქვს.გაიაზრებენ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აზრსა და მნიშვნელობას მაშინდელი ქართველებისათვის.
   სსსმ მოსწავლე,ჩემი დახმარებით,გაიგებს ვინ არის გრიგოლ ხანძთელი და რა წვლილი მიუძღვის მას, ქართული  ისტორიული ძეგლების შექმნაში.
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება ქართველი საზოგადოებისათვის.
·         ცოდნა: მოსწავლემ უნდა გაიაზროს, თუ რა წინააღმდეგობებს გაუძლო ქართულმა ძეგლებმა და რომ, დღეს მის შემქნელებსაც დაფასება სჭირდება.
·         მოსწავლეები შეძლებენ მხატვრული ანალიზი გაუკეთონ გიორგი მერჩულის თხზულებას,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“.
·         მოსწავლეებს განუვითარდებათ ზეპირი მეტყველებისა  და აზრის ლოგიკურად  გადმოცემის უნარი.
·         განუვითარდებათ ნასწავლი ტექსტის შეჯამებისა და ჯგუფურ მუშაობაში მონაწილეობის უნარი.
·         შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ დაახასიათონ ნაწარმოებში მოცემული ეპოქა და ნაწარმოების თითოეული პერსონაჟი.
·         ნაწარმოების მიხედვით გაიგებენ თუ რა ვითარებაში, როგორი სიდუხჭირით უხდება გრიგოლ ხანძთელს მოღვაწეობა.
·         განმარტავენ თუ როგორ შეუძლიათ გამოიყენონ ამ ნაწარმოების შესწავლით მიღებული ცოდნა და უნარი დღევანდელ ცხოვრებაში.

მოდიფიცირების მიზანი:
·         შესწავლილი ჰაგიოგრაფიული  ნაწარმოებების ერთმანეთთან შდარება.
·         თითოეული ნაწარმოების  მთავარი მოქმედი პირების მნიშვნელობა და როლი ქართულ ლიტერატურაში.
გაკვეთილის ე.ს.გ. განსაზღვრული მისაღწევი შედეგები /ინდიკატორები







 
ქართ.X.3. აუდიტირიის წინაშე მოხსენებითი გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.
ქართ.X.8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოებების,პუბლიცისტური თხზულებების წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ.X.9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.
ქართ.X.15. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს გამოხმაურება წაკითხულ წიგნზე,ან მხატვრულ ნაწარმოებზე.
ქართ.1.1. მოსწავლეს შეულია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.
ა)ასრულებს მასწავლებლის მხოლოდ ზეპირ ინსტრუქციებს;
ბ) მონაწილეობს სიტუაციურ თამაშებში,ჯგუფურ აქტივობებში და საჭირეობის მიხედვით ადეკვატურად ცვლის სამეტყველო როლებს(უსმენს სხვებს, სვამს/პასუხობს შეკითხვებს).
ქართ.1.3. მოსწავლეს შეუძლია მართმეტყველების ელემენტალური წესების დაცვა.
ა)მკაფიოდ გამოთქვამს ბგერებს სიტყვაში.
ქართ.1.5. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ფონოლოგიური უნარ-ჩვევები.
ზ) სიტყვებს შლის ბგერებად.ბგერებს აერთიანებს სიტყვებად.
ქართ.1.9. მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად გამოხატოს წაკითხული/მოსმენილი ტექსტით აღძრული შთაბეჭდილებები.
ა)ხატავს/აფერადებს მოსმენილი/ წაკითხული ნაწარმოების პერსონაჟებს.


 
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
·         მოსწავლეიცის IX საუკუნის საქართველოს სოციალურ -პოლიტიკური მდგომარეობა.
·         გიორგი მერჩულის ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შინაარსი.
·         მოდიფიცირების მიზანი:
·         სსსმ მოსწავლემ იცის ,რომ ქართველების სარწმუნეობა არის ქრისტიანობა.
·         ქრისტიანული სიმბოლოების  გამოხატვა.
·         ცნობს ქრისტიანულ ძეგლებს.
გაკვეთილის მსვლელობა

1-ფაზა -გამოწვევა.

  აქტივობა - 1.
ორგანიზაციული საკითხების,გაკვეთილის თემის,მიზნებისა და შეფასების რუბრიკების გაცნობა(5 წთ.)

აქტივობა - 2.

ორგანიზების ფორმა-მთელი კლასი.პროვოცირება(კითხვა-პასუხი (5წთ).
მოსწავლეთა მოტივაციის  ამაღლების და წინარე ცოდნის შემოწმების მიზნით მოსწავლეებს ვუსვამ კითხვებს.
სსსმ მოსწავლეს მოსწავლეს ვუსვამ მარტივ კითხვებს:
1-     ვინ დაწერა ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება?’’
2-     2- სად იზრდებოდა გრიგოლ ხანძთელი?
3-     3- რას აშენებდა გრიგოლ ხანძთელი?

II--ფაზა-სიღრმისეული წვდომა

აქტივობა - 3.

ორგანიზების ფორმა- ჯგუფური მუშაობა (12 წთ) (ჯგუფში მოცემული დავალებების პრეზენტაცია მთელი კლასისთვის).
მოსწავლეებს ვყოფ  4 ჯგუფად და ვაზლებ შესაბამის დავალებებს.
1-ჯგუფი.ნაწარმოების ავტორი ,დაწერის თარიღი, სტილი.
2-ე -ჯგუფი.ნაწარმოების მთავარი მოქმედი პირის გრიგოლ ხანძთელის სახე.
3-ე ჯგუფი- ერისკაცთა სახეები(ნაწარმოებში მოცემული სხვა პიროვნებები).
4-ე ჯგუფი- ნაწარმოების     ისტორიულ-ლიტერატურული მნიშვნელობა და ღირებულება,მხატვრული ხერხები,საგანთა შორის კავშირი(ისტორია გეოგრაფია,ხელოვნება)
სსსმ მოსწავლეს დავალებად ვაძლევ თაბახის ფურცლებზე მოცემული  ძეგლი გააფერადოს,რომელსაც 4-ე ჯგუფი დაუკავშირებს ხელოვნებას და წარადგენს აუდიტორიის წინაშე როგორც ხელოვნების ნიმუშს.
აღნიშნული აქტივობით მოსწავლეები გაიაზრებენ გრიგოლ ხანძთელის როლს ქართული კულტურის განვითარებაში.

აქტივობა - 4.

ორგანიზების ფორმა- ჯგუფური მუშაობა.მოსწავლეებს ვაზლებ დავალებად თაბახის ფურცლებით შექმნან ბროშურები და მოახდინონ პრეზენტაცია თემისა:,, ისტორია უკვდავყოფს გმირებს“(10 წთ)
პრეზენტაციისას თითოეული ჟგუფი შესწავლილი ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებზე დაყრდნობით გამოხატავენ თავიანთ შეხედულებებს.
1-     ჯგუფი-გრიგოლ ხანძთელი
2-     ჯგუფი- ნერსე ერისთავი
3-     3-ჯგუფი-აშოტ კურაპალატი
4-      ჯგუფი-გუარამ მამფალი
სსსმ მოსწავლეს დავალებად ვაძლებ თბხის ფურცელზე დაწეროს  4 -ე ჯგუფის დავალების სათაური და პრეზენტაციის დროს მიაკრას ბროშურაზე.
III ფაზა-რეფლექსია-ტექსტის გაანალიზება(8წთ)

აქტივობა - 5.

  მოსწავლეებს ტექსტის გაანალიზების მიზნით ვუსვამ კითხვებს,რომელშიც მონაწილეობს მთელი კლასი და ბოლოს ვაკეთებ გაკვეთილის შეჯამებას.
  სსსმ მოსწავლეს  ვაჩვენებ ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების  პირების  ფოტომასალას და ვთხოვ ამოიცნოს მათში გრიგოლ ხანძთელი.
  მოსწავლეები საბოლოოდ გაიგებენ ,თუ რა წვლილი მიუძღვით ქართულ ლიტერატურასა და ისტორიის შექმნაში ჩვენს წინაპრებს.და გაიგებენ ,რომ მათი ვალია დაიცვან ისინი.
  შეფასება(2 წთ)
·         გაკვეთილზე გამოვიყენებ განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას.
·         შევაფასებ გაკვეთილზე ჩართულობას და ჯგუფურ მუშაობას.
სსსმ მოსწავლეს შეფასებასთან ერთად ვაძლებ სტიკერს.
დავალება.

·         მოსწავლეებს საშინაო დავალებად ვაძლებ თხზულებას სთაურით,,ზეცისა კაცი და ქვეყნისა ანგელოზი“.
·         სსსმ მოსწავლემ რვეულში დამოუკიდებლად უნდა ამოწეროს ნაწარმოებში მოცემული პერსონაჟების სახელები.(3წთ)
    

რესურსები
ძირითადი სახელმძღვანელო : ქართული ლიტერატურა მე- 10 კლასი.
კომპიუტერი,პროექტორი.
საკანცელარიო მასალა:თაბახის ფურცლები,საწერკალამი,სახატავი ფანქრები ,რვეული,დაფა,ცარცი.
 


                            




                                 შეფასების სქემა გაკვეთილზე ჩართულობისათვის
ქულები
შეფასების დონეები
1-3
მოსწავლე იშვიათად მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში, შესაძლებელია ხელსაც უშლიდეს გაკვეთილის მსვლელობას,გამოხატავს გაკვეთილის პროცესის მიმართ ინდიფერენტულ ან აგრესიულ დამოკიდებულებას
4-5
მოსწავლე დამოუკიდებლად არ ერთვება გაკვეთილის მსვლელობაში,იშვიათად იჩენს ინიციატივას,მასწავლებლის დახმარების გარეშე მისი ჩართულობა ხშირად არ მჟღავდება.
6-7
მოსწავლე დამოუკიდებლად ერთვება გაკვეთილის მსვლელობაში,ცდილობს იყოს აქტიური,მისი აქტიურობა ქმნის პრობლემებს-მაგ: ის ზედმეტად ბევრს საუბრობს,აწყვეტინებს მოსაუბრეებს,ხანდახან ცდილობს ზედმეტი აქტიურობით დამალოს საკუთარი მოუმზადებლობა,ზოგჯერარ სცემს პატივს სხვის მუშაობას და სხვა.
8-10
მუდმივად მზადაა მონაწილეობა მიიღოს გაკვეთილის მსვლელობაში,დამოუკიდებლად ერთვება მუშაობაში,დისკუსიასა თუ პრობლემების გადაჭრაში,ეხმარება და პატივს სცემს სხვებს,კარგად აქვს გაცნობიერებული საკუთარი  როლი კლასის მიერ რაიმეს შესწავლისას

                                                ჯგუფის მუშაობის შეფასების სქემა:
კრიტერიუმები
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
ჯგუფის მუშაობადამაკმაყოფილებელია
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში
ყველა წევრი არ არის ჩართული
უმრავლესობა  ჩართულია
 ყველა ჩართულია
ურთიერთმოსმენისა და აზრის  გაზიარების უნარი
კამათობენ, არ უსმენენ ერთმანეთს და არის ხმაური,არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ხმაურობენ,ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
ზუსტად ვერმი8ყვებიან ინსტრუქციას
ნაწილობრივ მიყვებიან ინსტრუქციას
მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით
დროის ლიმიტის დაცვა
უმნიშვნელოდ გადააცდინეს დროში
 უმნიშვნელოდ გადააცდინეს დროს
დაიცვეს დროის ლიმიტი
ლიდერის როლი
ლიდერი ვერ მართავს ჯგუფის მუშაობას
ლიდერი ზოგჯერ ახერხებს მუშაობის წარმართვას
ლიდერი ეფექტურად მართავს ჯგუფის მუშობას

                                       
                                                     ჯგუფის წევრის შეფასების სქემა
1-ყოველთვის,2-ზოგჯერ, 3-არასოდეს.
                              კრიტერიუმები
     1
   2
   3
ფლობს დავალების შესრულებისათვის საჭირო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს



საუბრობს და მოქმედებს ჯგუფისათვის სასარგებლოდ



კარგი მსმენელია



შეუძლია კომპრომისზე წასვლა



იღებს პასუხისმგებლობას შეასრულოს დავალება დროულად და  ინსტრუქციის მიხედვით




                                            პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
    ამ შემთხვევაში მოსწავლეებს თითოეულ კრიტერიუმში ენიჭებათ ნული ან ერთი ქულა და საბოლოო ქულის გამოსაყვანად გამოითვლება მათი ჯამი.
    მაქსიმალური ჯამი არის ათი ქულა.

მოსწავლის სახელი და გვარი

1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
საინტერესო შესავალი, პრობლემის იდენტიფიცირება
1









კვლევების /ნაშრომის წარმოჩენის უნარი
1









შემოქმედებითი უნარი
1









პრობლემის გადაჭრის გზების შეთავაზება
0









თემის გასაგებად წარმოდგენა(ლოგიკური ჯაჭვი)
0









საუბარი (გამართულობა,ტემბრი)
1









თვალსაჩინოების გამოყენება
0









აუდიტორიასთან კონტაქტი
1









ინფორმაციის ფლობის უნარი(ადეკვატური კითხვა-პასუხი)
1









დროის ლიმიტის დაცვა
0









     ჯამი
6










                                 
                           მონაწილე მასწავლებლის ლილი ცქიფურიშვილის  
                                                    გაკვეთილის  რეფლექსია
  მონაწილე მასწავლებლებთან შეხვედრების შემდეგ ჩავატარე გაკვეთილი X კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გაკვეთილის თემა იყო: გიორგი მერჩულის ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება. გ. მერჩულის ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ როგორც ისტორიული წყარო. ამ გაკვეთილით მოსწავლეებმა გაიგეს, რომ ,, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას“ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული ლიტერატურის ისტორიაში. მათ გაიგეს როგორ იქმნებოდა ისტორიული ძეგლები. მოსწავლეებს განუვითარდათ აზრის ლოგიკურად გადმოცემის, ტექსტის შეჯამებისა და ჯგუფური მუშაობის უნარი.
  გაკვეთილი დავიწყე კლასის ორგანიზებით, რის შემდეგაც მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა და მიზანი. მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით მოვახდინე პროვოცირება, სადაც ჩართული იყო ყველა მოსწავლე, მათშორის სსსმ მოსწავლეც, რომელმაც დასმულ კითხვებს დადებითი პასუხი გასცა.
 ამის შემდეგ კლასი დავყავი ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს მივეცი დავალება,რომელიც მათ უნდა წარმოედგინათ პრეზენტაციის სახით:
1)      ჯგუფი-ნაწარმოების ავტორი, დაწერის თარიღი და სტილი
2)      ჯგუფი-ნაწარმობის მთავარი მოქმედი პირის გრიგოლ ხანძთელის სახე.
3)      ჯგუფი-ერისკაცთა სახეები (ნაწარმოებში მოცემული პიროვნებები).
4)      ჯგუფი-ნაწარმოების ისტორიულ-ლიტერატურული მნიშვნელობა და ღირებულება, მხატვრული ხერხები, საგანთა შორის კავშირი (ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება)

  სსსმ მოსწავლეს დავალებად მივეცი ფოტო გაეფერადებინა, რომლის ნამუშევრებიც დაუკავშირა 4 ჯგუფის ნამუშევარს. ამ აქტივობით მოსწავლეებს განუვითარდათ პრეზენტაციის წარდგენის უნარ-ჩვევა,და მათ გაიაზრეს,თუ რა როლი მიუძღვის გრიგოლ ხანძთელს ქართული კულტურის განვითარებაში.
  მოსწავლეებს დავალებად მივეცი თაბახის ფურცლებზე შეექმნათ ბროშურები და განეხორციელებინათ პრეზენტაცია თემაზე: ,,ისტორია უკვდავყოფს გმირებს“.
  თითოეულმა ჯგუფმა პრეზენტაციის სახით გამოხატა ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებზე დაყრდნობით თავიანთი შეხედულებები:
1-ჯგუფმა წარმოადგინა გრიგოლ ხანძთელი
2-ჯგუფმა წარმოადგინა ნერსე ერისთავი
3-ჯგუფმა წარმოადგინა აშოტ კურაპალატი
4-ჯგუფმა წარმოადგინა გუარამ მამფალი

  სსსმ მოსწავლემ ამოწერა მეოთხე ჯგუფის სათაური თაბახის ფურცელზე და პრეზენტაციის დროს მიაკრა ბროშურაზე. ამ აქტივობით მოსწავლეებს განუვითარდათ ჯგუფური მუშაობის და საკუთარი აზრის გამოთქმის უნარ-ჩვევები.
  ჯგუფური მუშაობის შემდეგ მოვახდინე ტექსტის გაანალიზება, სადაც სსსმ მოსწავლემ ჩემს მიერ დასმულ მარტივ კითხვებს დადებითი პასუხი გასცა. სსსმ მოსწავლეს ვაჩვენე ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების პერსონაჟების ფოტო-მასალები, და ვთხოვე,ამოეცნო მათ შორის გრიგოლ ხანძთელი.
   გაკვეთილზე გამოვიყენე განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება. შევაფასე გაკვეთილზე ჩართულობა და ჯგუფური მუშაობა. სსსმ მოსწავლეს კი შეფასებასთან ერთად მივეცი სტიკერი.
  შეფასების შემდეგ კლასს მივეცი საშინაო დავალებად თხზულება სათაურით: ,,ზეცისა კაცი და ქვეყანისა ანგელოზი“. სსსმ მოსწავლეს ვთხოვე დამოუკიებლად ამოწეროს ნაწარმოებში მოცემული პერსონაჟების სახელები.
   გაკვეთილისათვის ისეთი რესურსები გამოვიყენე, რომელიც დამეხმარებოდა გაკვეთილის მიზნის მიღწევაში. აგრეთვე გაკვეთილის კარგად წარმართვაში დამეხმარა კოლეგებთნ თანამშრომობა. რასაც კვლავ გავითვალისწინებ მომდევნო გაკვეთილების დაგეგმვისას.


                    მონაწილე მასწავლებლის მაია არაბიძის გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
ნივთიერებათა ტრანსპორტი მცენარეებში
საგანი
ბიოლოგია
მასწავლებელი
მაია არაბიძე
სწავლების საფეხური/კლასი
საშუალო-X კლასი
მოსწავლეთა პროფილი
19 მოსწავლე,სსსმ-1 მოსწავლე
აქტუალობა
გაკვეთილი აქტუალური იქნება იმით,რომ მოსწავლეები გაანალიზებენ წყლის და საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირების მექანიზმს მცენარეებში.
   სსსმ მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით გამოიკვლევს გარემო პირობების ზემოქმედებით წყლის ტრანსპორტირების ინტენსივობის ცვლილებებს მცენარეებში.
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები



























მოსწავლე დაკვირვების საფუძველზე ეცნობა და აანალიზებს წყლისა და საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირების მექანიზმს მცენარეებში
   ბიოლ. X . 9 მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს სატრანსპორტო სისტემების მნიშვნელობა ორგანიზმისთვის

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აანალიზებს წყლისა და საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირების მექანიზმს მცენარეებში
·         იკვლევს გარემო პირობების ზემოქმედებით წყლის ტრანსპორტირების ინტესივობის ცვლილებებს მცენარეებში.

მოდიფიცირების მიზანი:
   მცენარეებში წყლისა და საკვები ნივთიერებების მოძრაობის გააზრება.
მოსწავლეთა წინარე ცოდნა







გაკვეთილის მსვლელობა (საკლასო მენეჯმენტი)















მოსწავლემ იცის:
·         უჯრედის ქიმიური შედგენილობა, არაორგანული ნივთიერებები.
·         ფოტოსინთეზი.
·         უჯრედული სუნთქვა.
მოდიფიცირების მიზანი:
სსსმ მოსწავლე აანალიზებს მცენარეების მნიშვნელობას ცოცხალ ორგანიზმში.
I-ფაზა-გამოწვევა
ორგანიზაციული საკითხების, გაკვეთილის თემის, მიზნებისა და შეფასების რუბრიკების გაცნობა  (2 წთ)

             აქტივობა 1

ორგანიზების ფორმა- მთელი კლასი
კითხვა-პასუხი (3 წთ)
მოსწავლეთა პროვოცირების, მოტივაციის ამაღლების და წინარე ცოდნის შემოწმების მიზნით მოსწავლეებს ვუსვავ კითხვებს.
 სსსმ მოსწავლეს ვუსვავ მარტივ კითხვებს:
   1.რომელ მცენარეებს იცნობ?
   2.არის თუ არა მცენარეები სასარგებლო?
   3.სუნთქავენ თუ არა მცენარეები?

აქტივობა 2

ორგანიზების ფორმა-მთელი კლასი
 სქემის შევსება-(5წთ)

მოსწავლეები ეცნობიან მცენარეთა და ცხოველთა სატრანსპორტო სისტემების სქემას
ფლიფჩარტზე წინასწარ გამზადებულ მცენარეთა და ცხოველთა სატრანსპორტო სისტემის სქემას,სადაც ერთ მხარეს ჩამოწერილია მცენარეების და ცხოველების სისტემები, ხოლო მეორე მხარეს მოსწავლეებს ვთხოვ შეავსონ გადატანილი ნივთიერება, მამოძრავებელი ძალა და ორგანიზმები.
 სსსმ მოსწავლე შეძლებისდაგვარად ჩართულია სქემის შევსებაში.

II-ფაზა- სიღრმისეული წვდომა

აქტივობა-3
ორგანიზების ფორმა-ჯგუფური მუშაობა (15წთ)
მოსწავლეებს ვყოფ სამ ჯგუფად და ვაძლევ შესაბამის დავალებებს.
I-ჯგუფი
·         დაასახელონ უჯრედში ნივთიერებათა ტრანსპორტის სახეები? ( მოიყვანონ მაგალითები)
           II-ჯგუფ
·         რა მნიშვნელობა აქვს ნივთიერებათა ცვლას უჯრედსა  და გარემოს შორის? ( მაგალითების მოყვანით)
           III-ჯგუფი
·         რა არის დიფუზია და რა მნიშვნელობა აქვს მას (მოიყვანონ მაგალითები)
       სსსმ მოსწავლეს ( რომელიც წარადგენს მესამე ჯგუფს) დავალებად ვაძლევ  მცენარის კონტურის გაფერადებას, რომელიც წინასწარაა მომზადებული.
     აღნიშნული აქტივობით მოსწავლეები გაიაზრებენ ნივთიერებათა ტრანსპორტის მნიშვნელობას
        
            აქტივობა -4.
   
   ორგანიზების ფორმა- ჯგუფური მუშაობა (12წთ)
 მოსწავლეებს ვაცნობ ცდას და  სამ ჯგუფში ვუნაწილებ სხვადასხვა ზომის კარტოფილის ნაჭრებს, რომლებსაც ათავსებენ იოდიან წყალში და გარკვეული დროის შემდეგ დაკვირვებისას  აკეთებენ დასკვნებს რა დრო დასჭირდება იოდის შეღწევას კარტოფილებში.
 სსსმ მოსწავლეს ვაძლევ დავალებას პინცეტით ამოიღოს ფრთხილად პირველი ჯგუფის კარტოფილის ნაჭერი და გაჭრას.
  აღნიშნული აქტივობით მოსწავლეები დაადგენენ საკვები ნივთიერებების დიფუზიით შეღწევის ეფექტურობის დამოკიდებულებას სხეულის ზომაზე

III-ფაზა რეფლექსია

      აქტივობა-5.  დისკუსია (5წთ.)

 მოსწავლეებს ვუსვავ სადისკუსიო კითხვებს რომელშიც მონაწილეობს მთელი კლასი და ბოლოს ვაკეთებ გაკვეთილის შეჯამებას.
   სსსმ მოსწავლეს ვათვალიერებინებ სხვადასხვა მცენარის ფოთლებს და აღმოვაჩენინებ ფოთლის ბუსუსებს.
   აღნიშნული აქტივობით მოსწავლეები საბოლოოდ გაიგებენ გაიაზრებენ და გაითავისებენ თუ როგორია წყლის და საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირების მექანიზმი მცენარეებში
შეფასება-2წთ.
გაკვეთილზე გამოვიყენებ განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას
  შევაფასებ ჯგუფურ მუშაობას და დისკუსიას
   სსსმ მოსწავლეს გარდა შეფასებისა ვაძლევ წახალისების მიზნით
სტიკერს.
დავალება-1წთ.
მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას
1.რატომ გაჩნდა მრავალუჯრედიან მცენარეებში სპეციალური სატრანსპორტო სისტემა
2. წყლის მოლეკულის აგებულების თავისებურება როგორ უწყობს ხელს მის გადაადგილებას ქსილემაში
სსსმ მოსწვლე გააფერადებს მცენარის სატრანსპორტო სისტემის სურათს,რომელიც თაბახის ფურცელზეა დატანილი.

ძირითადი სახელმძღვანელო ,,ბიოლოგია“
საკანცელარიო მასალა: ფლიფჩარტი,სახატავი ფანქრები,მარკერები,თაბხის ფურცლები,სტიკერი
კარტოფილი,იოდი,ჭიქა,წყალი,პინცეტი,დანა.




































































 








რესურსები
                              
                         შეფასების რუბრიკა თეორიული მასალისათვის
კრიტერიუმი
1-3
4-5
6-7
8-10
ფაქტობრივი მასალის ფლობა
არაადეკვატურად იყენებს ცნებებს, მეცნიერულ ტერმინებს და არაორგანიზებულად წარმოადგენს საკითხს
ადეკვატურად იყენებს ზოგიერთ ცნებას, ტერმინს, არასრულყოფილად წარმოადგენს საკითხს
უმეტესწილად ადეკვატურად იყენებს ცნებებს, ტერმინებს, კარგად წარმოადგენს საკითხს
ყოველთვის ადეკვატურად იყენებს ცნებებს, ტერმინებს, სრულყოფილად წარმოადგენს საკითხს
                                                                          

                                ჯგუფის მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
ჯგუფის მუშაობა დამაკმაყოფილებელია
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში
ყველა წევრი არ არის ჩართული
უმრავლესობა ჩართულია
ყველა ჩართულია
ურთიერთმოსმენის და აზრის გაზიარების უნარი
კამათობენ, არ უსმენენ ერთმანეთს, არის ხმაური, არ იზიარებ ერთმანეთის აზრს
ხმაურობენ,ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
ზუსტად ვერ მიჰყვებიან ინსტრუქციას
ნაწილობრივ მიჰყვებიან ინსტრუქციას
მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით
დროის ლიმიტის დაცვა
ვერ ეტევიან განსაზღვრულ დროში
უმნიშვნელოდ გადააცდინეს დროს
დაიცვეს დროის ლიმიტი

                                 პრეზენტაციის  შეფასების რუბრიკა
ამ შემთხვევაში მოსწავლეებს თითოეულ კრიტერიუმში მიენიჭებათ ნული ან ერთი ქულა და საბოლოო ქულის გამოსაყვანად ითვლება მათი ჯამი,მაქსიმალური ჯამი არის 10 ქულა.
                                                                                    მოსწავლის სახელი გვარი

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
საინტერესო შესავალი, პრობლემის იდენტიფიცირება
1









კვლევის ნაშრომის წარმოჩენის უნარი
1









შემოქმედებითი უნარი
1









პრობლემის გადაჭრის გზების შეათავაზება
0









თემის გასაგებად წარმოდგენა
0









საუბარი
1









თვალსაჩინოების გამოყენება
0









აუდიტორიასთან კონტაქტი
1









ადეკვატური კითხვა-პასუხი
1









დროის ლიმიტის დაცვა
0









ჯამი
6










                                           ისკიი ფაბი იკ

   კრულ სწ ლი იტემი გასწვენესმისი ქულა, ჯადეა ყველა იტეში მიული ებყოფა ვსზე (გათი აშუალო ტიკ).



III  (8-10 ქულა)
II (5-7 ქლა)
I (1-4 ულა)
ენ
ყოვი სმენა თალურს ადენე რაორს
ხშრად სმენ ა უყუ ორარს
ვიათად სმე ა უყუ ორარს
აუარი
მკაფოდ ა უყუმსმენე
ად ა გაბია უყურმსმენე
ა არამკაფოა, მსმენე უჭთ გაგ
არაერური იკაც
რად აღას ა გაენოს არარი იკაციი
ფორი (თალთ,
ხშრად ააყაროს არარი აქ
ვიათად ენს არაიკაციის ფორ


სტბით, გათ, ხმით)


წი
უჩვენეისკსიის თმისაჭრო ენბითა ა აზრბის გაოთქმი
ად გაოხა სს. ენა აზრეი ყოვის არაა მი ვის
რე ტეი აქვს. არ გაოხა ან ვერ უ თავიაზრისკსიო თას
ოორა
თაროლოს თალა, აცლს აზრ გაოთქას ცაისკსიი
ად თაროლოს თალა, ზოგჯ ვიაუარშ, ად ცა ისკსიი
ვიათად თალო ცა ისკსიი
აზრბის არგუმეტი
აზრა ორურ ა გაყარულა ფაქბით, ცბი. არს ლოგიკური რი კითხთან
აზრბის გაყარლად გაოყულო ფაქა ც
აზრულა ლოგიკურ რს კითხთან ა არ ს გაყარული ფაქბი


                                  მონაწილე მასწავლებლის მაია არაბიძის
                                       გაკვეთილის რეფლექსია
  ჩემი ჩატარებული გაკვეთილის თემა იყო: ,,ნივთიერებათა ტრანსპორტი მცენარეებში“.
   გაკვეთილის მიზანი იყო: მოსწავლეს გაკვეთილის საფუძველზე გაეცნო და გაეანალიზებინა წყლისა და საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირების მექანიზმი მცენარეებში. მოდიფიცირების მიზანს კი,წარმოადგენდა სსსმ მოსწავლეს მასწავლებლის დახმარებით გაეგო თუ როგორ მოძრაობს წყალი და საკვები ნივთიერებები მცენარეებში.
    გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის გეგმა,მიზანი, აქტივობები და შეფასების რუბრიკები.გამოწვევის ფაზაზე მოსწავლეებისათვის მოტივაციის შექმნის მიზნით დავუსვი მათ ისეთი კითხვები,რომლებიც უკავშირდებოდა განვლილ მასალას.სსსმ მოსწავლეს კი, დავუსვი მარტივი კითხვები.მოსწავლეებს შევავსებინე  ფლიფჩარტი მცენარეებისა და ცხოველების სისტემების გადატანილი ნივთიერებების და მამოძრავებელი ძალის შესახებ.სსსმ მოსწავლე შეძლებისდაგვარად ჩაერთო სქემის შევსებაში.
   ფლიფჩარტის შევსების შემდეგ გადავედი ჯგუფურ მუშაობაზე.ჯგუფებს ჰქონდათ შესაბამისი დავალებები მიცემული.ერთ ჯგუფში მუშაობდა სსსმ მოსწავლე, რომელსაც  ჰქონდა მცენარის კონტურის გაფერადება დავალებად.აღნიშნული აქტივობით მოსწვლეებმა გაიაზრეს ნივთიერებათა ტრანსპორტის მნიშვნელობა. შემდგომ ჯგუფურ მუშაობაში მოსწავლეებმა შეასრულეს ცდა და გამოიტანეს დასკვნები,ყველა აქტივობა იყო გაკვეთილის მიზანთან შესაბამისობაში,აქტიურად იყვნენ ჩართული კითხვა პასუხსა და ჯგუფურ მუშაობებში,საგაკვეთილო დრო გამოვიყენე სრულად.გაკვეთილის მიზნით განსაზღვრულ შედეგზე სრულად გავედი, რაც გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია.ყველა მოსწავლეს მათ შორის სსსმ მოსწავლესაც ვუდგებოდი ინდივიდუალურად და ვცდილობდი მაქსიმალურად წარმოეჩინა საკუთარი შესაძლებლობები.
     გაკვეთილის განმავლობაში უნდა გამეთვალისწინებინა შემდეგი:                                       1.მეტი ყურადღება სსსმ მოსწავლესთან,რასაც შემდგომ გავითვალისწინებ.                    2.უმჯობესი იქნებოდა შეფასების მიცემის დროს მოსწვლეებისათვის კონკრეტულად განმემარტა თუ რატომ იმსახურებდა ამ შეფასებას.



                     მონაწილე მასწავლებლის მაია ფართლაძის
                                   გაკვეთილის გეგმა ფიზიკაში

გაკვეთილის თემა
გამტარების მიმდევრობითი და პარალელური შეერთება
სწავლების საფეხური
საშუალო. მე-10 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
19 მოსწავლე, სსსმ 1 მოსწავლე ამირან სახელაშვილი
აქტუალობა
გაკვეთილი აქტუალურია საყოფაცხოვრებო საჭიროებიდან გამომდინარე, ბავშვებს გამოუმუშავებს საჭირო უნარ-ჩვევებს, დაეხმარება შეძენეილი ცოდნის რეალიზებაში, ფორმულების სწორად გამოყენებაში.
სსსმ მოსწავლემ იცის რომელია ელექტროობის გამტარები და არა გამტარები.
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლე დაკვირვების საფუძველზე ეცნობა გამტართა მიმდევრობით და პარალელურ შეერთებას
. არჩევს სათანადო ხელსაწყოებს ასაბუთებს არჩევანს
. ავლენს უსაფრთხოების წესების ცოდნას ექსპერიმენტის დაგეგმისა და ჩატარებისას ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელსაწყოების მოხმარებისას
. ადეკვატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს და ფორმულებს ამოცანების ამოსახსნელად
. აწარმოებს დაკვირვებას და გაზომვებს

მოდიფიცირების მიზანი:
სსსმ მოსწავლეს შეუძლია დაკვირვება გამტარების მიმდევრობით და პარალელურ შეერთებაზე მოსწავლეების და მასწავლებლის დახმარებით
ე.ს.გ მისაღწევი შედეგები
კვლ.1 მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და ეტაპები. მოსწავლეს შეუძლია კვლევის პროცესების წარმართვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
       . განსაზღვრავს და აყალიბებს კვლევის მიზანს.
      . განსაზღვრავს შესაბამისი ინფორმაციის მოძიების წყაროებს.
      . გამოთქვამს არგუმენტირებულ მოსაზრებას.
      . განარჩევს მუდმივ და ცვლად პარამეტრებს.
      . განსსაზღვრავს კვლევის პირობებს და ჩატარების ეტაპებს.
      . არჩევს სათანადო ხელსაწყოებს/აღჭურვილობას ასაბუთებს არჩევას
      . განსაზღვრავს მონაცემების აღრიცხვის ფორმებს (ცხრილები, გრაფიკები, სიები, ფოტოები, ჩანაწერები)

კვლ.X.3 მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
შედეგი თვალსაჩნოა, თუ მოსწავლე:
      . იყენებს სხვადასხვა ხერხს (დიაგრამებს, ცხრილებს, გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა წარმოსადგნად.
       . იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების დასამუშავებლად და წარმოსადგენად.
კვლ. X.4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება
 შედეგი თვალსაჩნოა, თუ მოსწავლე:
  • იყენებს დიაგრამებს, ცხრილებს და გრაფიკებს, მონაცემებს ან ცვლადებს შორის დამოკიდებულ აღსაწერად.
  • . აანალიზებს მონაცემებს, საჭიროების შემთხვევაში, საკონტროლო ცდის შედეგების გათვალისწინებით გამოიტანს დასკვნებს.
  • განიხილავს საკმარისია თუ არა მონაცემები გამოთქმული ვარაუდის დასადასტურებლად ან დასკვნის გამოსატანად.
  • ადარებს დასკვნებს გამოთქმულ ვარაუდს, განსხვავების შემთხვევაში ხსნის მიზეზებს.
  • საჭიროების შემთხვევაში გეგმავს მომავალ ცდას.
  • შეიმუშავებს გამოყენებული მეთოდების დახვეწილ გზებს.

  • . მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება გამოთქვამს მოსაზრებას, ვარაუდს.
  • . იყენებს შესაბამის აღჭურვილობას და ატარებს ცდას აწარმოებს დაკვირვებას.
  • და გამოიტანს დასკვნებს
მიმართულება: ფიზიკური მოვლენები
ფიზიკაX.5. მოსწავლეს შეუძლია ელექტრული  და მაგნიტური მოვლენების კვლევა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
      . აანალიზებს კულონის კანონის სადემონსტრაციო ცდას და შესაბამის რაოდენობრივ თანაფარდობებს
     . აკავშირებს ელექტროსტატიკური ველის მახასიათებელ ფიზიკურ სიდიდეებს.
     . მსჯელობს ელექტრული დენის თავისებურებებზე ლითონში, სითხეში, აირში.
   . აანალიზებს რაოდენობრივად დენის მაგნიტურ მოქმედებას
  . ავლენს უსაფრთხოების წესების ცოდნას ექსპერიმენტების დაგეგმვისა და ჩატარებისას, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში ელექტრული ხელსაწყოების მოხმარებისას.
   . ადეკვატურად იყენებს შსაბამის ცნებებს კანონებს და ფორმულებს ამოცანების ამოსაცხნელად.

წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა იციან:
. დენის ძალას ძაბვასა და წინაღობას შორის დამოკიდებულება
. შეუძლიათ სიდიდეების სწორად გამოთვლა და მიღებული შედეგების ანალიზი
რესურსები
სახელმძღვანელო, რვეული, საწერ კალამი, სადენები, გამტარები, ჩამრთველ-ამომრთველები, დენის წყარო, ამპერმეტრი, ვოლტმეტრი, კომპიუტერი,პროექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა
I-ფაზა-გამოწვევა 
2 წთ
ორგანიზაციული საკითხების გაკვეთილის თემის მიზნების და შეფასების რუბრიკის გაცნობა
აქტივობა 1
ორგანიზების ფორმა მთელი კლასი კითხვა- პასუხი 5 წთ.
  • სსსმ მოსწავლეს ვუსვამ მარტივ კითხვებს
1)    რამდენი სახის მუხტი არსებობს ?
2)    რა გსმენია ელექტრული დენის შესახებ?
3)    გამოიყენებ თუ არა თქვენ ელექტრულ დენს ოჯახში?
აქტივობა 2   
  3წთ
ფლიფჩარტზე სქემატურად მომზადებული მაქვს შეერთების სხვადასხვა სახე გამოსახული მოსწავლეებს ვთხოვ ამოიცნონ შეერთების როგორი სახეებია გამოსახული მათზე. 
  • სსსმ მოსწავლეს შეძლებისდაგვარად ჩართულია (პარალელური და მიმდევრობითი შეერთების)
სქემის ამოცნობაში მასწავლებლის დახმარებით.
II - ფაზა
სიღრმისეული წვდომა
აქტივობა 3
ორგანიზების ფორმა -ჯგუფური მუშაობა 15 წთ
ჯგუფებს დავურიგებ სქემებს რის მიხედვითაც ააწყობენ ელექტრულ წრედს მიცემული ინსტრუქციის შესაბამისად.
  • სსსმ მოსწავლე მოსწავლეების და მასწავლებლის დახმარებით მონაწილეობს  მიცემული დავალების შესრულებაში.( ელექტრო სადენებს აწოდებს მოსწავლეებს.)
აქტივობა 4
10წთ
ექსპერიმენტის შედეგების პრეზენტაცია:
მოსწავლეებს მივცემ დავალებას წაიკითხონ სახელმძღვანელოში მოცემული ექსპერიმენტის აღწერა და ჩაატარონ ცდა და შედეგები შეიტანონ ცხრილიში და გამოიტანონ დასკვნები
  • სსსმ მოსწავლეს ვაძლევ დავალებას გააფერადოს მიმდევრობითი შეერთების სახე


სლაიდების ჩვენება 2 წთ

III-ფაზა  დისკუსია  5 წთ
კითხვები
ა) სხვადასხვაა თუ არა დენი წრედის ცალკეულ უბანზე მიმდევრობითი შეერთებისას
ბ) რისი ტოლია წინაღობა მელ წრედში
გ) რა კავშირია ძაბვასა და წინაღობას შორის მიმდევრობითი შეერთებისას
დ) რომელი სიდიდეა მუდმივი პარალელური შეერთებისას
ე) რისი ტოლია დენის ძალა
ვ) რა კავშირია დენის ძალასა და წინაღობას შორის
ზ) რომელი ფორმულით გამოითვლება წრედის სრული წინაღობა პარალელური შეერთებისას

ამ დისკუსიის საშუალებით მოვახდენ მოსწავლეთა ფოკუსირებას თემაზე და წინარე ცოდნის გააქტიურებას
    მოსწავლეებს მივცემ ახლად შეძენილი ცოდნის რეალიზების საშუალებას ( მოკლე პრეზენტაციის სახით)
შეფასება : 2 წთ
გაკვეთილზე გამოვიყენებ განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას შევაფასებ გაკვეთილზე ჩართულობას, ჯგუფურ მუშაობას, დისკუსიას
სსსმ მოსწავლეს გარდა შეფასებისა წახალისების მიზნით ვჩუქნი სტიკერებს.
დავალება : 1 წთ
მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას წაიკითხონ სახელმძღვანელოდან გაკვეთილი და ამოცანები ამოსახსნელად
  • სსსმ მოსწავლეს მივცემ დავალებას:
სქემაზე გამოსახული შეერთების სხვადასხვა სახიდან ამოირჩიოს და გააფერადოს პარალელური შეერთება.

                                          



                                  გაკვეთილში ჩართულობის შეფასების რუბრიკა

ქულები და კრიტერიუმები
9-10
7-8
4-5-6
3-2-1
აქტიური მონაწილეობა
ყოველთვის მონაწილეობს  და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
ყოველთვის მონაწილეობს
ხშირად მონაწილეობს
იშვიათად  ან საერთოდ არ მონაწილეობს
გამართული და სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს
გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობს
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
სირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას
უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას
არ უსმენს სხვებს
და არ აცდის საუბრის დამთავრებას



                                ჯგუფის მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
ჯგუფის მუშაობა დამაკმაყოფილებელია
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში
ყველა წევრი არ არის ჩართული
უმრავლესობა ჩართულია
ყველა ჩართულია
ურთიერთმოსმენის და აზრის გაზიარების უნარი
კამათობენ, არ უსმენენ ერთმანეთს, არის ხმაური, არ იზიარებ ერთმანეთის აზრს
ხმაურობენ,ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
ზუსტად ვერ მიჰყვებიან ინსტრუქციას
ნაწილობრივ მიჰყვებიან ინსტრუქციას
მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით
დროის ლიმიტის დაცვა
ვერ ეტევიან განსაზღვრულ დროში
უმნიშვნელოდ გადააცდინეს დროს
დაიცვეს დროის ლიმიტი


                                           ისკიი ფაბი იკ

   კრულ სწ ლი იტემი გასწვენესმისი ქულა, ჯადეა ყველა იტეში მიული ებყოფა ვსზე (გათი აშუალო ტიკ).



III  (8-10 ქულა)
II (5-7 ქლა)
I (1-4 ულა)
ენ
ყოვი სმენა თალურს ადენე რაორს
ხშრად სმენ ა უყუ ორარს
ვიათად სმე ა უყუ ორარს
აუარი
მკაფოდ ა უყუმსმენე
ად ა გაბია უყურმსმენე
ა არამკაფოა, მსმენე უჭთ გაგ
არაერური იკაც
რად აღას ა გაენოს არარი იკაციი
ფორი (თალთ,
ხშრად ააყაროს არარი აქ
ვიათად ენს არაიკაციის ფორ


სტბით, გათ, ხმით)


წი
უჩვენეისკსიის თმისაჭრო ენბითა ა აზრბის გაოთქმი
ად გაოხა სს. ენა აზრეი ყოვის არაა მი ვის
რე ტეი აქვს. არ გაოხა ან ვერ უ თავიაზრისკსიო თას
ოორა
თაროლოს თალა, აცლს აზრ გაოთქას ცაისკსიი
ად თაროლოს თალა, ზოგჯ ვიაუარშ, ად ცა ისკსიი
ვიათად თალო ცა ისკსიი
აზრბის არგუმეტი
აზრა ორურ ა გაყარულა ფაქბით, ცბი. არს ლოგიკური რი კითხთან
აზრბის გაყარლად გაოყულო ფაქა ც
აზრულა ლოგიკურ რს კითხთან ა არ ს გაყარული ფაქბი


                                        ექსპერიმენტის შეფასების რუბრიკა


განსაზღვრავს კვლევის მიზანს
2
ატარებს/გეგმავს ექსპერიმენტს
1
გამოთქვამს შედეგის ვარაუდს
1
აღწერს კვლევის მიმდინარეობას, ეტაპებს
1
აღრიცხავს და აანალიზებს მონაცემებს
2
მსჯელობს ექსპერიმენტის შედეგზე, აკეთებს დასკვნებს
2
იცავს უსაფრთხოების ნორმებს
1


                                 მონაწილე მასწავლებლის მაია ფართლაძის
                                                გაკვეთილის რეფლექსია
   ჩემი ჩატარებული გაკვეთილის თემა იყო გამტარების მიმდევრობითი და პარალელური შეერთება.გაკვეთილის მიზანი იყო გაცნობოდნენ მოსწავლეები გამტართა მიმდევრიობით და პარალელურ შეერთებას და მათ გამოყენებას პრაქტიკაში. მოდიფიცირების მიზანს კი წარმოადგენდა სსსმ მოსწავლეს მასწავლებლებისა და მოსწავლეების დახმარებით დაკვირვებოდა გამტარების მიმდევრობით და პარალელურ შეერთებას.
  მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის გეგმა, მიზანი, აქტივობები, შეფასების რუბრიკები.
  გამოწვევის ფაზაზე მოსწავლეებისათვის მოტივაციის შექმნის მიზნით დავსვი ისეთი კითხვები,რომლებიც წინა მასალას უკავშირდებოდა.სსსმ მოსწავლეს დავუსვი მარტივი კითხვები.
  მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად, მივეცი დავალებები სქემების მიხედვით ჩაეტარებინათ ცდები.
  ჩატარებული აქტივობები ძალიან საინტერესო იყო, რადგან მოსწავლეებს გამოუმუშავა ისეთი უნარ-ჩვევები,რომელიც საყოფაცხოვრებო საჭიროებიდან გამომდინარეობს. მოსწავლეებმა შეძლეს იმ  შედეგის  მიღწევა, რომელიც გაკვეთილის მიზნით იყო გათვალისწინებული. მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი დავალებებს და აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიასა და ჯგუფურ მუშაობაში.საგაკვეთილო დრო გამოვიყენე სრულად.
   სსსმ მოსწავლე ყოველი აქტივობების შესრულების დროს,მასწავლებლის დახმარებით,შეძლებისდაგვარად ჩართული იყო საგაკვეთილო პროცესში.მომდევნო გაკვეთილების დაგეგმვის დროს გავითვალისწინებ სსსმ მოსწავლის უფრო მეტად ჩართვას საგაკვეთილო პროცესში.            


                           


No comments:

Post a Comment