ძევრის საჯარო სკოლა


                                        ძევრის საჯარო სკოლა


  სკოლა ცოცხალი ორგანიზმია,ის წლების განმავლობაში იზრდება,იხვეწება,ვითარდება და იძენს გამოცდილებას. სკოლის ავკარგიანობას წლები გამოცდის და მას აღზრდილი თაობები გამოაჩენს.

  ჩემი სკოლა 65 წლის წინ დაარსდა.მას შმდეგ ვითარდება და უფრო და უფრო წარმატებული ხდება.ამჟამად სკოლაში შექმნილია სასიამოვნო საგანმანათლებლო გარემო.სასწავლო პროცესის განხორციელებას უძღვება ნიჭიერი,შემოქმედებითი,სწავლისა და სწავლების თანამედროვე მეთოდებით შეიარაღებული მაღალკვალიფიციური პედაგოგიური კოლექტივი.სკოლას ჰყავს სერთიფიცირებული მასწავლებლები.სკოლას მართავს ძრიელი და მოტივირებული დირექტორი,რომელიც ხელს უწყობს სკოლის უწყვეტ განვითარებას,მოსწავლეთა მიღწევების ამაღლების მიზნით.
 
   სკოლაში შექმნილია უსაფრთხო გარემო,რომლის ცენტრშიც დგას მოსწავლე და მიღწეული შედეგი.სკოლის ორიენტირი არის არა ცოდნის ოდენობა,არამედ ხარისხი.საგანმანათლებლო პროცესებს აღრმავებს მოსწავლეთა ჩართულობა ოლიმპიადებში,პროექტებსა და ღონისძიებებში.ძევრის საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს ინგლისური ენის წრე,სამოქალაქო განათლების წრე,მუსიკალური სტუდია,ცეკვის წრე,“სიკეთის კლუბი“ და თეატრი.
  სკოლას ჰყავს მოხალისე მასწავლებელიც.
 














No comments:

Post a Comment