შიდა დაკვირვების გაკვეთილი სამოქალაქო განათლებაში
გაკვეთილის თემა: „რა სჭირდება მოქალაქეს
საზოგადოებისგან და საზოგადოებას მოქალაქისგან“
კლასი: X
მოსწავლეთა
რაოდენობა: 19
სსსმ: 1
გაკვეთილის რეფლექსია
ჩემი ჩატარებული გაკვეთილის თემა იყო: „რა
სჭირდება მოქალაქეს საზოგადოებისგან და საზოგადოებას მოქალაქისგან“. გაკვეთილის მიზანი
იყო მოსწავლეს გაეცნობიერებინა თუ რამდენად მნიშვნელოვანია აქტიური მოქალაქის როლი
საზოგადოებაში. გაეთავისებინა დემოკრატიული საზოგადოების უფლებებისა და მოვალეობების
ერთობლიობა. მოდიფიცირების მიზანს კი წარმოადგენდა სსსმ მოსწავლეს მასწავლებლის დახმარებით
გაეგო აქტიური მოქალაქე რა როლს ასრულებს საზოგადოებაში.
მოსწავლეებს გაკვეთილის დასაწყისში გავაცანი გაკვეთილის გეგმა, მიზანი, აქტივობები
და შეფასებს რუბრიკები. გამოწვევის ფაზაზე მოსწავლეებისათვის მოტივაციის შექმნის მიზნით
დავსვი ისეთი კითხვები, რომლებიც უკავშირდებოდა წინა მასალას. სსსმ მოსწავლეს კი დავუსვი
მარტივი კითხვები. ამის შემდეგ კი მოსწავლეებმა წინასწარ გამზადებულ ფლიფჩარტზე, სადაც
ჩამოთვლილი იყო უფლებები, მიუსადაგეს მოვალეობები სსსმ მოსწავლემ პასუხი გასცა ცხრილში
არსებული უფლების საპირისპირო მოვალეობას.
უფლება-მოვალეობის სქემის შევსების შემდეგ გადავედი
ჯგუფურ მუშაობაზე. თავდაპირველად მოსწავლეები დავყავი სამ ჯგუფად, სსსმ მოსწავლეს კი
დავალება მივეცი დაეხაზა წიგნში არსებული ცხრილი, რომელსაც შემდეგ მისი ჯგუფის წევრები
შეავსებდნენ და გამოიყენებდნენ პრეზენტაციაზე. ჯგუფებმა წარმატებით გაართვეს თავი სამუშაოს.
მეორე ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეებმა ნათლად
დაინახეს თუ რა როლი აქვთ აქტიურ მოქალაქეებს საზოგადოებაში. რას მოითხოვს მათგან საზოგადოება
და პირიქით, რას მოითხოვს მოქალაქე საზოგადოებისგან.
გამოყენებულმა აქტივობებმა, ჩემი აზრით, გაკვეთილი
გახადა საინტერესო. გაკვეთილის განმავლობაში ვცდილობდი, რომ ვყოფილიყავი ფასილიტატორი.
ზოგიერთ შემთხვევაში, თუ საჭირო იქნებოდა, ვეხმარებოდი ჯგუფებს ანუ ვაძლევდი მითითებებს.
ჩემი
აზრით გაკვეთილის თემა იყო საკმაოდ აქტუალური, რაც აუცილებლობას წარმოადგებს მომავალი
თაობისათვის, რადგან აქტიური მოქალაქის როლი იყო და ყოველთვის იქნება საზოგადოების
წინსვლის საფუძველი.
მოსწავლეებმა შეძლეს იმ შედეგების მიღწევა, რომელიც
გაკვეთილის მიზნით იყო გათვალისწინებული. ვფიქრობ რომ ყველა აქტივობა იყო გაკვეთილის
მიზანთან შესაბამისობაში და შედეგზე ორიენტირებული. მოსწავლეებმა წარმატებით გაართეს თავი მუშაობას
და აქტიურად იყვნენ ჩართული კითხვა-პასუხსა
და ჯგუფურ მუშაობებში. საგაკვეთილო დრო გამოვიყენე სრულად.
გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია, რომ გავედი
გაკვეთილის მიზნით განსაზღვრულ შედეგზე. მაღალი იყო მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა.
ყველა მოსწავლეს, მათ შორის სსსმ მოსწავლესაც, ვუდგებოდი ინდივიდუალურად და ვცდილობდი
თითოეულს მაქსიმალურად წარმოეჩინა საკუთარი შესაძლებლობები.
გაკვეთილის განმავლობაში ვცდილობდი დაგეგმილი
აქტივობისათვის განკუთვნილი დრო მაქსიმალურად გამომეყენებინა. მოსწავლეებს ვაძლევდი
მკაფიო მითითებებს. ჩემი აზრით კარგად გამომივიდა მთელი კლასის ჩართვა საგაკვეთილო
პროცესში. მიმაჩნია, რომ გაკვეთილის მიმდინარეობისას ურთიერთობა ჩემსა და მოსწავლეებს
შორის იყო კეთილგანწყობილი, ის ეფუძნებოდა პატივისცემას და თანამშრომლობას.
მე მგონია, რომ ჩემი გაკვეთილი საინტერესო იქნებოდა
ჩემი კოლეგებისთვისაც, რადგან ეს თემა ყველა მოქალაქისათვის მეტად აქტუალურია.
გაკვეთილის განმავლობაში უნდა გამეთვალისწინებინა
შემდეგი:
·
სსსმ მოსწავლესთან მეტი
ყურადღება იყო საჭირო, რასაც შემდგომ გამოვასწორებ
·
შეფასების მიცემის დროს
მოსწავლეებისთვის კონკრეტულად უნდა განმემარტა, თუ რატომ დაიმსახურეს ის შეფასება რაც
მივეცი.
სამოდელო
გაკვეთილი სამოქალაქო განათლებაში
ძევრის საჯარო
სკოლის მეათე კლასში ჩავატარე პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი. გაკვეთილის
თემა იყო: „როგორ დავძლიოთ დისკრიმინაცია“. „რა არის ბულინგი“.
პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის
რეფლექსია
ჩავატარე
პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი მეათე კლასში. გაკვეთილის თემა იყო:
„როგორ დავძლიოთ დისკრიმინაცია. რა არის ბულინგი.“ გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეები
გაცნობოდნენ დისკრიმინაციის დაძლევის გზებს და გაეაზრებინათ რა არის ბულინგი და როგორ
შეიძლებოდა აეცილებინათ თავიდან ეს სასკოლო ძალადობა. მიზნიდან გამომდინარე მოსწავლეებს
უნდა გამოემუშავეებინათ ემპათიის/თანაგანცთის უნარ-ჩვევები. მათ უნდა ჩამოყალიბებოდათ
აღნიშნული გაკვეთილიდან გამომდინარე უარყოფითი დამოკიდებულება ძალადობის წინააღმდეგ
და უნდა გაეცნობიერებინათ, რომ არ იყვნენ გულგრილი ბულინგის მიმართ და აუცილებლად უნდა
დაიცვან, როგორც თავისი, ასევე სხვისი უფლებები. მოდიფიცირების მიზანს კი წარმოადგენდა
ბულინგის მცნების გაცნობა და ბულინგის სახეების შესწავლა.
გაკვეთილის
დასაწყისში მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა, მიზანი, აქტივობები და აქტივობების
შესაბამისი რუბრიკები. გამოწვევის ფაზაზე კითხვა პასუხის საშუალებით მოსწავლეებს შევახსენე
გავლილი მასალა, ხოლო სსსმ მოსწავლეს დავუსვი მარტივი კითხვები. აღნიშნულ აქტივობაში
მონაწილეობდა მთელი კლასი. შემდეგ აქტივობაზე გამოვიყენე ასოციაციური კავშირების რუკა
„ბულინგი“. აღნიშნული აქტივობით მოსწავლეები შეეცადნენ აეხსნათ თუ რას წარმოადგენდა
ბულინგი. მოსწავლეებმა გაიხსენეს ამ მხრივ თუ რამე ყოფილა მათ მიმართ დისკრიმინაციის
შემთხვევა. სსსმ მოსწავლემ შეძლო მარტივი სიტყვებით გადმოეცა ბულინგის ფაქტები. ის
თავადა მონაწილეობდა ასოციაციური კავშირების რუკის შევსებაში. შემდეგ მოსწავლეებს ჩავუტარე მინი ლექცია, რითაც
ყურადღება გავამახვილე ბულინგის სახეებზე, როგორიცა: ფარული ბულინგი, ვერბალური ბულინგი,
ფიზიკური ბულინგი და კიბერბულინგი. ბულინგის სახეების ჩამონათვალი წინასწარ გამზადებული
ფლიფჩარტის საშუალებით გავაცანი მოსწავლეებს.
ბულინგის
სახეების გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს ვაჩვენე ვიდეო სადაც ნაჩვენები იყო ფიზიკური
ბულინგის სახე, რაზეც მოსწავლეებმა გამოყვეს არსებული პრობლემა და მისი უარყოფითი შედეგები.
სსსმ მოსწავლემ დაასახელა ბულინგის სახე. აღნიშნული აქტივობის შემდეგ გადავედი ჯგუფურ
მუშაობაზე. მოსწავლეები დავყავი სამ ჯგუფად და მივეცი შესაბამისი დავალებები. პირველ ჯგუფს დავალებად მივეცი წინასწარ გამზადებული
მასალა, სადაც ჩამოთვლილი იყო დისკრიმინაციული დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე ადამიანების მიმართ, სადაც მოსწავლეებს უნდა აეხსნათ თუ რა ფორმით იყო გამოხატული
დისკრიმინაცია. მეორე ჯგუფს დავალებად მივეცი შეექმნათ ბულინგის „მსხვერპლის“ სურათი,
რომელიც შემდეგ გააფერადა სსსმ მოსწავლემ. მესამე ჯგუფის დავალება კი იყო შეექმნათ
სლოგანი ბულინგის წინააღმდეგ. ჯგუფებმა მიცემულ დავალებებს წარმატებით გაართვეს თავი.
აღნიშნული აქტივობებით მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ უარყოფითი დამოკიდებულება ბულინგის
მიმართ. ბოლოს გაიმართა დისკუსია რომელიც იყო ძალიან საინტერესო, ბავშვებმა იმსჯელეს
თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე და დაფიქრდნენ ბულინგის აღმოფხვრის გზებზე.
ჩემი აზრით
გამოყენებულმა აქტივობებმა გაკვეთილი გახადა საინტერესო მოსწავლეებისათვის. გაკვეთილის
მსვლელობის დროს ჯგუფებს ვაძლევდი საჭიროების შემთხვევაში მითითებებს. გაკვეთილის თემა
საკმაოდ აქტუალური იყო, რადგან ის წარმოადგენს ოცდამეეერთე საუკუნის პრობლემას არა
მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში და კერძოდ კი სასკოლო სივრცეში. მოსწავლეებმა შეძლეს იმ შედეგების მიღება, რაც მიზნით
იყო გათვალისწინებული. გაკვეთილს შევუსაბამე ყველა ის აქტივობა რაც, ჩემი აზრით, მიზნამდე
მიმიყვანდა. საგაკვეთილო დრო გამოვიყენე სრულად.
პრობლემაზე
ორიენტირებული გაკვეთილი საინტერესო იყო მოსწავლეებისთვის. მოსწავლეები გაკვეთილზე
იყვნენ მოტივირებულები, რამაც საგაკვეთილო პროცესი უფრო საინტერესო გახადა. გაკვეთილის
გეგმის მოდიფიცირება არ მომიხდენია. გაკვეთილზე გამოვიყენე განმსაზღვრელი და განმავითარებელი
შეფასება. სსსმ მოსწავლეს ვაქცევდი ყურადღებას, რამაც ის უფრო მოტივირებული გახადა.
გაკვეთილის
ძლიერ მხარეს მიმაჩნია ის რომ გავედი მიზნი განსაზღვრულ შედეგზე. ხოლო სუსტ მხარედ
მიმაჩნია ის, რომ რამოდენიმე მოსწავლე სხვებთან
შედარებით იყვნენ პასიურები, რასაც სხვა დროს ჩატარებულ გაკვეთილზე აუცილებლად გამოვასწორებ და მათ მეტ დროს დავუთმობ.
საგაკვეთილო პროცესში შევაფასე 6 მოსწავლე.
ჩემი აზრით,
ჩატარებული გაკვეთილი საკმაოდ საინტერესო და აქტუალური იყო არა მარტო ჩემი მოსწავლეებისთვის,
არამედ ჩემი კოლეგებისთვისაც, რადგანაც ბულინგის პრობლემა ყოველთვის იკვეთებოდა და
ახლაც იკვეთება სასკოლო ცხოვრებაში. აღნიშნული
გაკვეთილით მოსწავლეებს გაუჩნდათ უარყოფითი დამოკიდებულება დისკრიმინაციის მიმართ.
ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილი.
სამოქალაქო
განათლება - ისტორია
მეცხრე კლასში ჩავატარე ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილი შემდეგ თემაზე:
1) საკანონდებლო
ხელისუფლება.
2) მეფის ხელისუფლების
შეზღუდვის მცდელობა თამარ მეფის დროს
გაკვეთილის რეფლექსია
მე-9 კლასში ჩავატარე ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილი თემაზე :
1. „საკანონმდებლო ხელისუფლება“- სამოქალაქო
განათლება
2. „მეფის ხელისუფლების შეზღუდვის მცდელობა“-
ისტორია
გაკვეთილის მიზანი იყო :
სამოქალაქო განათლება - მოსწავლეებს გაეაზრებინათ და გაეცნობიერებინათ საკანონმდებლო
ორგანოს ფუნქცია და უფლებამოსილება. ემსჯელათ საკანონმდებლო ორგანოს მნიშვნელობის შესახებ
ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში.
ისტორია - მოსწავლეებს ემსჯელათ თამარის დროინდელი საქართველოს სახელმწიფოს
მმართველობის სისტემაზე და გამოეთქვათ საკუთარი აზრი შეზღუდული და შეუზღუდავი მონარქიული
მმართველობის შესახებ.
მოსწავლეებს გაკვეთილის დასაწყისში გავაცანი გაკვეთილის თემა, მიზანი, აქტივობები
და შეფასების რუბრიკები. გამოწვევის ფაზაზე მათ დავუსვი ისეთი კითხვები, რომლებიც უკავშირდებოდა
წინა მასალას.
გაკვეთილი შევარჩიე საჭიროების მიხედვით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე
საქართველოში ხელისუფლების დანაწილება შტოებად, რათა დემოკრატიის პროცესი უფრო გამჭვირვალე
გახდეს. XII საუკუნეში ამის მცდელობის ნათელი მაგალითია თამარ მეფის ეპოქა.ჩემი
აზრით,ეს თემა საინტერესოა ყველა ადამიანისათვის და მით უფრო მოსწავლეებისათვის, რადგან
ისინი სასკოლო ასაკიდან უნდა შეეჩვიონ დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემას.
გაკვეთილზე გამოვიყენე სხვადასხვა აქტივობები: კითხვა-პასუხი, ჯგუფური მუშაობა,
მინი ლექცია, სხვადასხვა სახის წყაროები და დისკუსია,რამაც, ჩემი აზრით, გაკვეთილი
და ორ საგანს შორის კავშირი მეტად საინტერესო გახადა.
მოსწავლეებმა შეძლეს იმ შედეგების მიღწევა,რომელიც გაკვეთილის მიზნებით იყო
გათვალისწინებული.ჩემი აზრით, აქტივობები ისე შევარჩიე,რომ შედეგზე გავსულიყავი.გაკვეთილის
განმავლობაში ვცდილობდი ვყოფილიყავი ფასილიტატორი.ზოგიერთ შემთხვევაში თუ საჭიროება
მოითხოვდა ჯგუფებს ვაძლევდი მითითებებს. კითხვა-პასუხის დროს მოსწავლეები აქტიურად
პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს,რითაც კარგად ჩანდა რომ წინა მასალა კარგად იცოდნენ.
ჯგუფებმა შეძლეს წარმოედგინათ არგუმენტებით გამდიდრებული პრეზენტაციები,თუმცა
დისკუსიის დროს ზოგჯერ არ ჩანდა თანამედროვე ხედვა და ორიგინალური აზროვნება,როცა საქმე
ეხებოდა სადისკუსიო კითხვებს და ყუთლუ არსლანის დასის გამოსვლის მნიშვნელობას დღევანდელი
გადასახედიდან.ვფიქრობ,რომ ამ მხრივ მოსწავლეებს სჭირდებათ მეტი დახვეწა დისკუსიის
დროს,რასაც გავითვალისწინებ მომდევნო გაკვეთილის ჩატარებისას.
ჩემი აზრით, გაკვეთილი იყო საკმაოდ აქტუალური და საინტერესო,როგორც მოსწავლეებისთვის,
ასევე - კოლეგებისთვის.გაკვეთილის გეგმის მოდიფიცირება არ მომიხდენია და დავიცავი დროის
ლიმიტი.გაკვეთილზე გამოვიყენე განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება.შევაფასე
ხუთი მოსწავლე.გაკვეთილის მიმდინარეობისას ურთიერთობა ჩემსა და მოსწავლეებს შორის იყო
კეთილგანწყობილი,ის ეფუძნებოდა პატივისცემას და თანამშრომლობას.


კარგია, მომეწონა, იმსახურებს შექებას.
ReplyDelete