პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვა
I გაკვეთილი
2017 წლის 16 ოქტომბერს ძევრის საჯარო სკოლის მე-9 კლასში
ჩავატარე პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილი.
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეთა ინფორმირება პროფესიის არჩევის მნიშვნელობაზე.პროფესიათა
მახასიათებლებისა და კონკრეტული პროფესიის წარმომადგენელთათვის აუცილებელი
ცოდნისა და უნარების გააზრება.
გაკვეთილზე გამოყენებულ იქნა
გონებრივი იერიში,მინი ლექცია და ჯგუფური მუშაობა. გარდა ამისა,მოსწავლეებს გავაცანი
ჰოლანდის ტიპოლოგია და კლიმოვის კლასიფიკაცია.
მოსწავლეებმა გააცნობიერეს მომავალი
პროფესიის არჩევის მნიშვნელობა.თითოეული მოსწავლე გაეცნო პიროვნული თვისებებისა და
სამუშაო გარემოს მიხედვით ადამიანთა ტიპებისა და პროფესიათა ზოგად კლასიფიკაციას.
პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვა
II გაკვეთილი
2017 წლის 10 ნოემბერს ძევრის საჯარო სკოლის მე-9 კლასში ჩავატარე პროფორიენტაციისა
და კარიერის დაგეგმვის მე-2 გაკვეთილი.
გაკვეთილის მიზანი:
გაკვეთილზე განხილულ იქნა ბორინგის
ორაზროვანი ნახატი.გაიმართა დისკუსია.მოსწავლეებს მინი ლექციის სახით ვესაუბრე „აღქმის
თავისებურებების“ შესახებ.
მოსწავლეებმა იმსჯელეს იმის შესახებ,თუ
რამ გამოიწვია ერთი ნახატის სხვადასხვანაირად აღქმა.დისკუსია მიმდინარეობდა თავისუფლად.
პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვა
III გაკვეთილი
2017 წლის 7 დეკემბერს ძევრის
საჯარო სკოლის მე-9 კლასში ჩავატარე პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მესამე
გაკვეთილი.
გაკვეთილის მიზანი:
პროფესიათა მახასიათებლების გაცნობა,კონკრეტული პროფესიის როლის გააზრება.გაკვეთილზე
მოსწავლეებს შევახსენე თუ რას ეხებოდა განვლილი გაკვეთილები შემდეგ შვთავაზე თამაში
„პროექტის შექმნა“.
მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად.თითოეულ ჯგუფს დავურიგე წინასწარ მომზადებული
10 ბარათი,ისე რომ მოსწავლეები ვერ ხედავდნენ რა ეწერა ამ ბარათებზე.მოსწავლეებს ვთხოვე
აეღოთ თითო ბარათი და მივეცი ინსტრუქცია,თუ როგორ უნდა შეექმნათ დამოუკიდებელი ორგანიზაცია.ბოლოს
მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაციები.
გამოყენებული რესურსები: ფლიფჩარტები,თაბახის ფურცლები,ფლომასტერები,სტიკერები.
პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვა
IVგაკვეთილი
მიზანი: მომავლის დაგეგმვის მნიშვნელობის გააზრება
შედეგები: მოსწავლეები აცნობიერებენ მომავლის დაგეგმვის
მნიშვნელობას, ივითარებენ
მიზნის დასახვისა და გეგმის შედგენისათვის საჭირო უნარებს.
ძევრის საჯარო სკოლის მე_9 კლასში 2018 წლის 17 იანვარ
ჩავატარე პროფორიენტაციის მე_4 გაკვეთილი. გაკვეთილზე გამოყენებული იქნა შემდეგი აქტივობები:
აქტივობა I – „რა არის მიზანი“
აქტივობა II – „ვირჩევთ მიზანს“
(სავარჯიშო)
აქტივობა III - მინი ლექცია
აქტივობა IV – „რა არის გეგმა“
აქტივობა V – “სამშენებლო კომპანია“
(სავარჯიშო)
მოსწავლეები
გაეცვნენ მიზნების სახეებს და გაიაზრეს მისი არსი. კლასი დავყავი ჯგუფებად, რომლებმაც
წარმოადგინეს პრეზენტაციები. შემდეგ გავაცანი მიზნის სახეები და „მითები და რეალობა“.
ბოლოს გავაკეთეთ სავარჯიშო „სამშენებლო კომპანია“, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარა დაგეგმვის
აუცილებლობის გააზრებაში.
პროფორიენტაციისა და კარიერი დაგეგმვა
გაკვეთილი VI
2018 წლის 5 მარტს ძევრის საჯარო სკოლის მე-9 კლასში ჩატარდა პროფორიენტაციისა კარიერის დაგეგმვის VI გაკვეთილი.გაკვეთილის მიზანი იყო შრომითი ღირებულებებისა და ინტერესების როლის გაცნობიერება პროფესიული არჩევანის დროს.
გაკვეთილზე გამოვიყენე შემდეგი აქტივობები:
· აქტივობა 1 - ასოციაციები სქემის მიხედვით - გონებრივი იერიში
· აქტივობა 2 - ღირებულებები და ინტერესები - მინი ლექცია
· აქტვობა 3 - სავარჯიშო „ღირებულებათა აუქციონი“ - ჯგუფური მუშაობა.
გამოყენებული აქტივობებით მოსწავლეებმა გააცნობიერეს პროფესიული არჩევანის პროცესში პიროვნული თვისებების,ინტერესების,ღირებულებებისა და უნარების მნიშვნელობა.
გამოვიყენე სქემა,რითაც მოსწავლეებმა ჩამოთვალეს თუ რას მოიცავს პიროვნული თვისებები,უნარები,ნიჭი,ღირებულებები და ინტერესები.
„ღირებულებათა აუქციონზე“ მოსწავლეებმა გააანალიზეს საკუთარი შრომითი ღირებულებების მნიშვნელობა.
ჩატარებული გაკვეთილით და გამოყენებული აქტივობებით მოსწავლეები გაეცვნენ საკუთარ ინტერესებს და შრომით ღირებულებებს.გაიაზრეს მათი კავშირი პროფესიულ არჩევანთან.
პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვა
II გაკვეთილი (XI კლასი)
2018 წლის 6 მარტს ძევრის საჯარო სკოლის
მე-11 კლასში ჩატარდა პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის II გაკვეთილი.გაკვეთილის მიზანი იყო შრომის
ბაზრის მნიშვნელობის გაცნობიერება პროფესიის არჩევისა და კარიერის დაგეგმვის პროცესში.რეზიუმეს
(CV) ძირითადი სტრუქტურა
და მისი მომზადება.
გაკვეთილზე გამოვიყენე
შემდეგი აქტივობები:
·
აქტივობა 1 - განვლილი მასალის გახსენება - კითხვა-პასუხი
·
აქტივობა 2 - შრომის ბაზრის ინფორმაციის გამოყენება
გადაწყვეtილების მიღებისას - მინი ლექცია
·
აქტივობა 3
- ინფორმაციის მიღება კარიერის მართვისა და დაგეგმვის შესახებ - გონებრივი იერიში
·
აქტივობა 4 - მოსწავლეთათვის კარიერის მართვის პროცესის
გაცნობა - მინი ლექცია
·
აქტივობა 5 - მოსწავლეთათვის რეზიუმეს (CV) წერის
ტექნიკის გაცნობა - მინი ლექცია
·
აქტივობა 6 - სავარჯიშო „რეზიუმე (CV)”
გამოყენებული აქტივობების
შედეგად მოსწავლეებმა გააცნობიერეს თუ რა არის შრომის ბაზარი.გაეცნენ შრომის ბაზრის
მოთხოვნისა და მიწოდების პრინციპებს,გარდა ამისა ვიმსჯელეთ,შრომის ბაზრის ინფორმაციის
გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. და ბოლოს, მოსწავლეებმა გაიგეს თუ
რა არის რეზიუმე და როგორია მისი კარგი მახასიათებლები,გარდა ამისა გაიაზრეს თუ რა
არის CV-ის წერისას დაშვებული
შეცდომები.
აღნიშნული აქტივობებით
მოსწავლეებმა ისწავლეს CV-ის დაწერა და გააკეთეს პრეზენტაცია.













No comments:
Post a Comment