სასწავლო რესურსის გამოყენების ინსტრუქცია
ჩემს მიერ შექმნილი
ელექტრონული რესურსი ასახავს სამოქალაქო განათლების ერთ-ერთი თავის შეჯამებას. მასში მოცემულია საკითხები თემაზე: „პიროვნული განვითარება“.
ჩემი აზრით, რესურსი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდას. აღნიშნული რესურსის
ინსტრუქცია ასეთია: მოცემულია 6 კითხვა 4 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხისს არჩევის
შემთხვევაში გაძლევს „თანხას“ და გადადიხარ
მომდევნო კითხვაზე. არასწორი პასუხის შემთხვევაში თანხას კარგავ და თამაშს იწყებ თავიდან. აღნიშნული რესურსი მოსწავლეებს დაეხმარება იპოვნონ
და დაიმახსოვრონ სწორი პასუხები.
აღნიშნული რესურსი
შეიძლება გამოიყენოს, როგორც სამოქალაქო განათლების, ასევე ისტორიის მასწავლებლებმა.
ის არის მრავალჯერადი გამოყენების. რესურსი განთავსებულია ჩემს ბლოგზე და ხელმისაწვდომია
ყველა დაინტერესებული პედაგოგისათვის.
სასწავლო
რესურსის რეფლექსია
ჩემს მიერ შექმნილი
ელექტრონული სასწავლო რესურსი ითვალისწინებს მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებს. განსაკუთრებით კი საბაზო საფეხურს. კერძოდ, მეცხრე
კლასის მოსწავლეთა ინტერესებს.
ჩემი აზრით, რესურსი არის უსაფრთხო, საინტერესო
და სახალისო მოსწავლეებისათვის. ის ამოწმებს ცოდნას. სასწავლო რესურსმა დიდი ინტერესი
გამოიწვია მოსწავლეებში. რესურსის შედგენისას
გავითვალისწინე ესგ_ის მიზნები და ამოცანები.
მოქ.IX.1. მოსწავლეს
შეუძლია გაანალიზოს საკუთარი პიროვნული თვისებები, მისწრაფებები და შესაძლებლობები.
·
განასხვავებს
ადამიანის თანდაყოლილ და შეძენილ თვისებებს, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებაში სრულფასოვანი
ცხოვრებისათვის.
აღნიშნული
სასწავლო რესურსი, ჩემი აზრით, დააინტერესებს ჩემს კოლეგებსაც. იგი არის ესგ_ის საგაკვეთილო მასალისა და მოსწავლეთა ცოდნის დონის
შესაბამისი. რესურსის ინსტრუქცია გასაგებია და შესაბამისობაშია მოსწავლეთა ცოდნის დონესთან.
No comments:
Post a Comment